საბერძნეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის სრული ლიკვიდირებისთვის დახმარებას ევროკავშირს სთხოვს. ამის შესახებ როიტერსი იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, კვიპროსმა უკვე სახანძროს 6 ჯგუფი გაგზავნა, თუმცა საჭირო დამატებითი ძალები.
შეგახსენებთ, ბოლო კვირის განმავლობაში ათენსა და კიდევ ორ კუნძულზე 100-ზე მეტი კერა გაჩნდა. განსაკუთრებით რთლი მდგომარეობა დედაქალაქის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზეა. მაშველებმა რამდენიმე უბნიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.