საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ახალი ეკონომიკური რეფორმების შემოღებას, საგარეო დახმარების მიღების გაგრძელების მიზნით. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდ ცაკალოტოსის განცხადებით, საბერძნეთმა და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა შეთანხმება დადეს რეფორმების პაკეტზე, რომელიც ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.