საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტების გადაჭედილ ბანაკში სირიელი და ავღანელ მიგრანტებს შორის მასობრივი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის სამს ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული, რვა კი საავადმყოფოში სუნთქვის გართულების გამო გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა აღნიშნული ბანაკი 650 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა იქ 5 700 მიგრანტია განთავსებული.