ბერძნული ტელეარხ "ალფას“ ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული იქნა 3 შვილის დედის, თესალონიკიში მცხოვრები 36 წლის ქართველი ქალბატონის მკვლელობის დამატებითი დეტალები: ჟურნალისტ ადონის სროიდერს ესაუბრა დიანა ბერიძის მეგობარი, ბერძენი ფარმაცევტი კატერინა სიოტა, რომელმაც განაცხადა, რომ ანგიოქირურგის და პაციენტის, ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაო ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ექიმი დაჟინებით მოუწოდებდა მას ოპერაციის გაკეთებას და ბოლოს, დაიყოლია ოპერაციაზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წინასწარ განზრახულ მკვლელობასთან ან წინასწარდაგეგმილ ძალადობასთან გვქონდეს საქმე. ქალბატონი სიოტა ძალზედ დადებითი სიტყვებით ახასიათებს დიანა ბერიძეს სიცოცხლეში და აღნიშნავს, რომ ის უსათნოესი ქალბატონი იყო და სამსახურის, სახლის და ოჯახის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებდა.
იხილეთ:
ქართველი ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს