01:25
29 ივლისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
22-07-2021

საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მომიტინგეების ნაწილმა მათ პიროტექნიკა დაუშინა.

ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4.6 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია, მაგრამ „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 800-დან 3 000-მდე გაიზარდა.

AutoPlay
მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა - დევიდ კრამერი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს - ჯიმ რიში
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ გახდება ცნობილი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მოქალაქეების ხარჯზე, საქართველოში მივდივარ - ვიოლა ფონ კრამონი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით "იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის" გაიმართა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკოსების გადასარჩენია, ჟურნალისტები სტუდიებში განაგრძობენ ხელისუფლების კრიტიკას
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები