ფაბრიკაში გაიმართა "საბას" ახალი ინიციატივის, პროექტ "საბკულტურის" პრეზენტაცია. "საბკულტურა" გულისხმობს თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი და დისკუსია მარტივი იქნება, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში. იმისათვის, რომ კითხვა უფრო საინტერესო და ყოველდღიური პროცესი გახდეს, "საბა" გეგმავს არაერთ პროექტსა და აქტივობას, სწორედ ამის დასაწყისია განახლებული Saba Reader-იც..