საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა. მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.მეორე ტაიმში დინამომ მომენტების შექმნა ვერ მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვება საბურთალოს დარჩა. თბილისურმა კლუბმა საქართველოს სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიპოვა.