თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. მერიის ცნობიტ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც, ტექპასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.