საჭიროა თუ არა, რომ ბავშვს სკოლაში შესვლამდე დავაწყებინოთ მეცადინეობა, ნაადრევად ავათვისებინოთ სასკოლო პროგრამა, არის თუ არა დამოკიდებული ადრეულ მომზადებაზე სკოლაში მიღწეული წარმატებები. ნაადრევი სწავლების მეთოდებზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს მუშაობა. დღეს კი ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ინტელექტის დონეს გონების ვარჯიში განსაზღვრავს. მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს ადრიდანვე დავეხმაროთ პოტენციალის გამოვლენაში, გარემოსა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ყურადღების, მეხსიერების, ლიგიკური აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარებაში. ოღონდ ამაში არ იგულისხმება ის, რომ სკოლაში შესვლამდე ასწავლოთ წერა-კითხვა. ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ დღევანდელ ჰიპერაქტიურ ბავშვებს ადრე წერა-კითხვის სწავლამ შეიძლება, შემდეგ უკვე სკოლაში სწავლისადმი ინტერესი გაუქროს. გვირჩევენ, უბრალოდ ასოების და ციფრების ცნობა ვასწავლოთ, თუ თავად უნდა რაიმეს წერა, მივუშვათ ნებაზე, მაგრამ ჩვენ არ დავაძალოთ წერა. ჯობს, ფიგურების, ფერების გარჩევა იცოდეს კარგად, სწორი ხაზის გასმა, ისეთი უნარები, რაც შემდგომში სწავლაში დაეხმარება. ასე უფრო მეტი ინტერესი ექნება სკოლისადმი. ბავშვები, ვისაც ამ უნარებს ადრეული ასაკიდანვე უვითარებენ, უფრო ინტერესიანები არიან, სასკოლო პროგრამას ადვილად ძლევენ და ახალ მასალასაც უკეთ ითვისებენ.