14:07
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
სად იმალება გულის დაავადებათა მიზეზი?
12-05-2017

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განსაკუთრებით ხშირად და ადრეულ ასაკშივე უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნუშისებური სხეულის  მომატებული აქტივობა აღენიშნებათ. ჯაჭვი, რომელიც გულის დაავადებათა აღმოცენების მიზეზი ხდება, სინამდვილეში ძალიან მარტივა - პერმანენტული სტრესული ფაქტორები ნუშისებური კომპლექსის გადამეტებულ აგზნებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებს.

ამ მოვლენის ბიოლოგიური მექანიზმი სისხლის თეთრი უჯრედების ანომალურად დიდი რაოდენობის სინთეზშია. ლეიკოციტების დიდი მოცულობები კი გულისა და სისხლძარღვების არასწორად ფუნქციობის საფუძველი ხდება.
ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებაში მთავარი დამნაშავე ნუშისებური სხეულია, რომელიც ვერ უმკლავდება მუდმივ სტრესს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები