უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან, 8 თბილისში დაიღუპა. იმერეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 2.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს.