უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე მეტი, 9 ადამიანი, თბილისში გარდაიცვალა. მისივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 1262 ადამიანი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12632-მდე გაიზარდა.