Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ივნისში 2 ათას 117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ მეტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების ტენდენცია მცირდება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წლის ივნისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 37%-ით არის შემცირებული. კვლევის ავტორთა აზრით, ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძელდება, რაც ნაწილობრივ განპირობებული იქნება ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით.
ამასთან, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.