00:24
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სად ვყიდულობთ და ვყიდით ოქროს
13-10-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ხვდება. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველოდან 59 მილიონ 581 ათასი დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 45 მილიონ 595 ათასი დოლარი იყო.

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 3 ქვეყანაში - შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში ხორციელდება. რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოქრო მხოლოდ საფრანგეთიდან შემოვიდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან 600 დოლარის ოქროს იმპორტი განხორციელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები