სადარაჯოზე ვართ, რომ ადამიანებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლებენ, ჰქონდეთ ადეკვატური კომპენსაცია და ასევე პრიორიტეტული დასაქმების შესაძლებლობები, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში არსებული სტრუქტურებისა და შესაბამისი წოდების მიხედვით თანამდებობები არ შეესაბამება სტანდარტებს.