კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი სადაზღვევო ინდუსტრიამ 47 მილიონ 600 ათასი ლარის მოგებით დაასრულა. ეს კი თითქმის 89%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 667 მილიონ 300 ათასი ლარის პრემია მოიზიდეს. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ კი 172 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 915 მილიონ 800 ათასი ლარია, კაპიტალი კი 279 მილიონ 100 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს - 128 მილიონ 950 ათასი ლარით, მეორე ადგილზეა “ალდაგი“, რომელსაც მოსდევს „თიბისი დაზღვევა“, ხუთეულში შედიან ,„იმედი L“ და „არდი“.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.