საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის დასკვნის თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს საშიში რესპირატორული დაავადებების, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამოწვევა შეუძლია. აღნიშნული საშუალებების ხშირად გამოყენებისას, ამ დაავადების განვითარების რისკი 22-32%-ით მატულობს.55 000 ქალის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკი მომატებული იყოს სწორედ იმ ქალბატონებში, რომლებიც დალაგებისას რეგულარულად -კვირაში მინიმუმ ერთხელ იყენებდნენა სადეზინფექციო საშუალებებს.ადრე ჩატარებული კვლევებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებასა და ბრონქული ასთმის განვითარებას შორის კავშირი დასტურდებოდა. ახლა გამოჩნდა მონაცემები, რომ დამლაგებლებს ხშირად აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ სადეზინფექციო საშუალების კონკრეტულად რომელი შემადგენელი ნაერთი იწვევს ფილტვებზე მსგავს უარყოფით ეფექტს.