საქართველოში ხურმის მოსავლის აღება ოქტომბერში იწყება. აღნიშული ხილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოდის, თუმცა შედარებით დიდი ბაღები კახეთში მდებარეობს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ხურმა ძირითადად საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხურმის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. 2019 წელს პროდუქტის მოსავალმა 14 ათას 300 ტონა შეადგინა.მწარმოებლები ხურმას ძირითადად საექსპორტო პროდუქტად თვლიან და ამბობენ, რომ საქართველოში მის მიმართ მოთხოვნა შედარებით დაბალია. წელს ფერმერებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ როგორც ფასთან, ისე მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 8 ათას 29 ტონა ხურმის ექსპორტი განახორციელა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: სომხეთი, უკრაინა და რუსეთი.