საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. გასულ წელს სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა. სინოდის დღევანდელ შეკრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მტკიცებულებები გაასაჯაროვა და ფარული ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა.