19:35
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რიცხვი საქართველოში 4.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"
14-11-2019

2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონ 400 ათასი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.6 პროცენტი,  31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონ 800 ათასი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონ 200 ათას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა მილიონ 900 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

AutoPlay
საქართველოს წამყვანი საარბიტრაჟო ცენტრები ეთიკის საერთო სტანდარტებზე შეთანხმდნენ
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მის მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენა დაასახელა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ამერიკული კომპანიების ნაწილი საწარმოებს ჩინეთიდან ვიეტნამში გადაიტანენ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
Bloomberg: აშშ-ის ხელისუფლება საფრანგეთიდან 700 მილიონის საქონელს დაბეგრავს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სპორტდარბაზის ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლამდე სავალდებულო იქნება ხელის დაბანა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ივნისში ლარი 8.7%-ით გაუფასურდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები