2 ოქტომბერს "თბილისი ივენთ ჰოლში", კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალ "ოქროს თვალის" დაჯილდოება გაიმართა. ფესტივალს საქართველო 2009 წლიდან მასპინძლობს. მისი მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს, სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მათ შორის, პროდიუსერი და კონსულტანტი ბეტინა ბრინკმანი, the Cooking Médias Show-ის მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ჯორჯ ლეკლერი და სხვები. ფესტივალის გამარჯვებული და პრან პრის მფობლები გახდა კანადის წარმომადგენელი ლუი პალუ, ფილმისთვის ქანდაჰარის დღიურები.დაჯილდოებას ესწრებოდნენ სპონსორები და პარტნიორები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, პანასონიკის და ქენონის წარმომადგენლები.ფერსივალზე ასევე დაწესებული იყო რამდენიმე სპეციალური პრიზი. მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და კომპანია პანასონიკის წარმომადენლებმა პრიზი პალიტრა მედია ჰოლდინგსა და ირაკლი თევდორაშვილს გადასცეს.