"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელს სტრასბურგის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. როგორც არასამთავრობო ორგანიზააციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი კონსულტაციები მისასალმებელია. კითხვაზე, რას შეცვლის პრეზიდენტის ვეტო, ეკა გიგაური განმარტავს, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რას აკეთებს.მისივე განმარტებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ითხოვდა ისეთ სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ადამიანის უფლებებს და მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებას.