"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღება პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობისა და გამჭვირვალობის იდეას, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მთავარი შენიშვნები ეხება არხის სამურვეო საბჭოს უფლებამოსილების შემცირებას და მენეჯმენტის ფუნქციების ზრდას, ასევე სარეკლამო ნაწილში ინიცირებულ ცვლილებებს, როგორიცაა საოციალური რეკლამის რაოდენობის შემცირება, კომერციული რეკლამის ზრდა და სასპონსორო შესაძლებლობების ზრდა.