“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართელომ“ პარლამენტის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შემაფასებელი ანგარიში გაასაჯაროვა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. კვლევის თანახმად, მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა. როგორც ირკვევა გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია, მათი უმრავლესობა კი ქართული ოცნების წევრი დეპუტატები არიან.
რაც შეეხება 2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია რატი იონათამიშვილი.