2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიონ 200 ათასი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 მილიონ 500 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378 ათას 200 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს.