საერთაშორისო პროგრამის Social impact award -ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ- Sign Saund, Braille Reader da Book Ar. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით საქართველოს ბანკისგან 2000 ევროს მიიღებს და დაესწრება sia ევროპის სამიტს ბელგრადში. აღნიშნული პროექტი არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-ის და ევროპის ფონდის ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა.