03:47
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6%-ზე ტოვებს
20-09-2019

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, 2020 წელს ინფლაციის დონის გეგმურ 3%-მდე დაწევას ვვარაუდობთ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას ეხება.

მათივე შეფასებით, 2019 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება და მშპ-ის 6 პროცენტი გახდება.

ამასთან, როგორც განცხადებაში წერია, ფონდი საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს უცვლელად - 4.6 პროცენტის დონეზე ტოვებს; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტი იქნება.

AutoPlay
GWP-იმ ისნის პანდუსთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
განათლების სამინისტრო კომპანიებს კადრების გადამზადებისთვის გაღებულ ხარჯებს უფინანსებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
რა დაჯდება აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილება - ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება „ბენე ექსკლუზივს“ მიენიჭა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
"შიმშილობის მსოფლიო ინდექსში" საქართველო 39-ე ადგილზეა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები