"აფხაზთა კრებამ" ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი, შესაბამისად, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას მესამე გოლი საქართველოს კარში. აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციაზე ენერგეტიკის სამინისტროსთან მიტანილი ჰქონდათ საფეხბურთო მინი კარი, ასევე ბურთი. მათ ასევე მიტანილი ჰქონდათ ბანერები, სადაც იყო მოწოდებები: "შეწყდეს რუსული აგენტურის თარეში საქართველოში", "ძირს მოღალატე მთავრობა", "არა რუსეთს". ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე მივიდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.