საფინანსო კომპანია "საქართველოს“ მეანაბრეები პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ მათ თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციისას განაცხადეს. აქციას პერფორმანსის სახე აქვს - მეანაბრეებმა პარლამენტთან ჩემოდნები მიიტანეს და აცხადებენ, რომ თუ პრობლემებს არ მოუგვარებენ, ისინი ქვეყნიდან გაამგზავრონ. ამასთან მეანაბრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.პარლამენტის შენობასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ერთ-ერთი მეანაბრე, 70 წლის ქალი მეხუთე დღეა, შიმშილობს.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი გაესაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.