10:22
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
საფლავებზე დანთებული ლამპრები - დაესწარით სვანურ რიტუალს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
21-02-2017

ლამპრობა - უძველესი წარმართული რიტუალია, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად სახე იცვალა. ათასწლეულების შემდეგ სვანეთში ლამპრობას დღესაც აღნიშნავენ. წარმართი წინაპრები ამ დღესასწაულით გაზაფხულის მოახლოებას და ბუნების გამოღვიძებას ეგებებოდნენ. საუკუნეების წინ, თამარ მეფის დროს, ოჯახიდან გამოტანილი ანთებული ცეცხლით, მეომრების რაოდენობასაც ითვლიდნენ. მართალია, დღესასწაულად გადაქცევის დრო, ვითარება და მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ამ დღესასწაულზე იკითხება წარსული, ახლანდელსა და მომავალს შორის უწყვეტი ჯაჭვი.

პატარა სანთლებთან ერთად ანთებულ უზარმაზარ ლამპრებს ცაში გზავნიან და ამ გზით, საუბრობენ ბუნების შემოქმედთან. სჯერათ, რომ წმ. გიორგის მეომრები არიან, მისი ქუდის დამხურავები და მომავალი მებრძოლების გამზრდელები.

როგორც ქართული სიბრძნე ამბობს, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს, სვანები კი ამბობენ, რომ სვანური ლამპარი არასოდეს ჩაქრება, მას ახალგაზრდები აანთებენ და პატივს მიაგებენ ამ ტრადიციას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები