საფრანგეთი-კოლუმბიის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, კოლუმბიის პრეზიდენტი, ხუან მანუელ სანტოსი პარიზში ჩავიდა, სადაც ის ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. მხარეები ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი კოლუმბიას მშვიდობისთვის ბრძოლაში დაეხმარება. ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით კი - ბომბები, გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვებს. გასულ კვირას კოლუმბიის დედაქალაქ, ბოგოტაში აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საფრანგეთის მოქალაქე იყო.