საფრანგეთი ტექნოლოგიურ კომპანიებს ციფრულ გადასახადს ამ ეტაპზე არ დაუწესებს. გადასახადის დაწესება საფრანგეთის მთავრობამ გადადო. საქმე ეხება ციფრული გადასახადის დაწესებას ისეთი გიგანტი ამერიკული კომპანიებისთვის, როგორიცაა მაგალითად "ფეისბუქი", "გუგლი", "ამაზონი" და "ეფლი". მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებს შორის გაიმართა.
შეგახსენებთ, მაშნ როდესაც პარიზმა განაცხადა, რომ ის აპირებდა ამერიკული კომპანიებისთვის გადასახადის შემოღებას, ვაშინგტონი საფრანგეთს საპასუხოდ ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებით დაემუქრა. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმდნენ მსგავსი ზომების მიღებაზე ამ ეტაპზე უარი თქვან.