საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.
მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ შაბათიდან დაწესდება და ძალაში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში იქნება. დღემდე 12-საათიანი „კომენდანტის საათი“ საფრანგეთის 95 დეპარტამენტიდან დაახლოებით 20-ში მოქმედებდა.
ამასთან, საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. კერძოდ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასვლის მსურველებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. საფრანგეთში მათ 7-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, რომლის დასრულების შემდეგ მეორე ტესტი უნდა ჩაიტარონ.