საფრანგეთი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას განაგრძობს. ლიონისა და ბორდოს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გამოაცხადეს, რომ მათ ქალაქებში ავტომობილებისთვის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრი/საათი გახდება.
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ნანტმა, ლილმა, გრენობლმა და პარიზმა, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50 კილომეტრი/საათია. ჩინოვნიკები აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაზრდილი უსაფრთხოებით და მავნე გამონაბოლქვის შემცირების ხელშეწყობით ხსნიან. კიდევ ერთ ფაქტორად ისინი საშუალო სიჩქარის პოტენციურ ზრდას ასახელებენ, რომელიც საცობების გამო ახლა მხოლოდ 20 კილომეტრი/საათია.
ბორდოში ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, ლიონში კი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.