საფრანგეთში ჩასული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შესულ მოქალაქეებზეც ვრცელდება. საფრანგეთში შესვლის მსურველები ვალდებულები არიან, ტესტი გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში გაიკეთონ.
ახალი წესი ძალაში 24 იანვრიდან შედის.