ჩინეთის „მეომარი მგლის დიპლომატია" დასავლეთის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისგან გამართლებული თავდაცვაა, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიმ ჩინურ Guancha.cn-თან საუბარში განაცხადა.
„დასავლელების თვალში, ჩვენი დიპლომატია არის შეტევითი და აგრესიული ხასიათის, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ისინი თავად არიან შემტევები და აგრესიულები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მხოლოდ გამართლებული თავდაცვა, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები”, - აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, ჩინეთის წინა დიპლომატიური სტილი „დამალე შენი ძალა და დაელოდე შენს დროს", რომელიც ყოფილ ლიდერს დენგ სიაოპინგს ეკუთვნის, იმ დროს აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანას სხვაგვარად მოქმედება არც სჭირდებოდა და არც საამისო ძალა ჰქონდა.
„ახლა, როდესაც ჩინეთი გაძლიერდა და დასავლეთი მისი ზრდის აღკვეთას ცდილობს, ჩინეთმა დიპლომატიური სტილი უნდა შეცვალოს“, - განაცხადა ელჩმა.