საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვას ენერგოსექტორის თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მათი პროტესტის გამო, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Rungis-ის, რომელსაც ობიექტები პარიზთან ახლოს აქვს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროენერგია დაახლოებით საათნახევარის განმავლობაში არ მიეწოდებოდა კომპანიას, მიუხედავად ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ გაყიდვებს და მიწოდების პროცესს სერიოზული შეფერხების პრობლემა არ ჰქონია.
ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდა სარკინიგზო ხაზს, რის გამოც ქალაქ ორლის აეროპორტის მიმართულებით რეისების განხორციელება შეფერხდა.
შეგახსენებთ, უკვე თითქმის 50 დღეა, რაც საფრანგეთში არაერთი სფეროში დასაქმებულები მასშტაბურ გაფიცვას მართავენ. ისინი საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.