საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 417 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სამინისტროს ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 - თავშესაფრებში.
საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ხოლო მათგან 7 131 ადამიანს ინტენსიური თერაპია უტარდება. საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 109,069 -ს შეადგენს. ხოლო ვირუსისგან 20 000-მდე პაციენტი განიკურნა.