საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 139 000 ლარი იქნა შეტანილი.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.