მკვლევარები ამბობენ, რომ ბოლო დროს ძალიან პოპულარული საბავშო საწოლების რბილი "გამოსაკრავები“ (“ბამპერები”), რომელსაც საწოლის შიდა მხრიდან ამაგრებენ, ბავშვის სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილთა გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი რბილი "გამოსაკრავებია", რადგან საწოლის კიდემდე მიხოხებისა და "ბამპერზე” სახის მიდების შემთხვევაში, ბავშვს სუნთქვა უჭირს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 48 შემთხვევა, რომლის დროსაც ჩვილის გარდაცვალების მიზეზი საწოლის “ბამპერები” გახდა.