გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა განიცადეს, - ამის შესახებ OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში "საქართველოში კვების ეროვნული კვლევა" არის ნათქვამი. კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს. კვლევის მიხედვით, საქართველოში საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. საკვები პროდუქტების დეფიციტის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდია ზამთრის მეორე ნახევარი და გაზაფხულის პირველი ორი თვე.