საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობასთან ერთად გაუქმდება ე.წ. კომენტანდის საათიც, რომლითაც მოქალაქეებს 21 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებოდათ. პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბრძოლა მთავრობამ და საზოგადოებამ ჯერ კიდევ უნდა გააგრძელოს.