ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიების გადაცემის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალების შესახებ კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.„მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება დეტალებს თუ რამდენი მეხანძრე-მაშველი, რა რაოდენობის პრემიას ან რა ფორმით მიიღებს, ძალიან ცოტა ხანში გახდება ცნობილი“, - გვითხრეს უწყებაში.მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, ოფიციალური კომენტარი სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.ბორჯომის სტიქიის დროს ჩართული პირებისთვის პრემიების დარიგების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის."მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოულუტურად ბუნებრივი,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა 31 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე.