საგარეჯოს რაიონში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კახეთიდან თბილისის მიმართულებით რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ტრაილერმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ შემხვედრ სამარშუტო ტაქსის, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ინციდენტი სოფელ პატარძეულთან, მოხდაავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამარშუტო ტაქსის მძღოლი. დაშავდნენ პოლიციელებიც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
იხილეთ: