"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის "ვიზიტს" ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
"აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ცინიკური ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან," - ასე აფასებს დიპლომატიური უწყება ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინის "ვიზიტი" ოკუპანტი ქვეყნის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებაა.