18:52
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს
21-08-2016
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქ. გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს.
AutoPlay
პეკინი ტაივანის პრობლემის მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ის პოლიციამ "სიენენის" ჟურნალისტი, პროდიუსერი და ოპერატორი პირდაპირ ეთერში დააკავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერის განცხადებით, ქვეყანა უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინტერპელაციის წესით პრემიერიერის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები