11:15
7 ივლისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
საღებავი - პიგმენტირებული თხევადი და ხსნადი საშუალება - რა ფუნქცია აქვს საღებავს და როგორია მისი შემადგენლობა და გამოყენების პრინციპები
12-01-2022

საღებავი - პიგმენტირებული თხევადი და ხსნადი საშუალებაა. სხვადასხვა სახის მასის სუბსტრატზე თხელი ფენის წასმის შემდეგ ის მკვრივდება და წარმოქმნის ფერად ზედაპირს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელად ინახება და იცავს არსებულ ნაწარმს.

საღებავი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ატარებს, ამიტომ მისი შექმნისა და გამოყენების ტრადიცია დიდი ისტორიას მოიცავს. არსებობს სამი ძირითადი ფერი - წითელი, ყვითელი და ლურჯი. მათი შერევით ხდება იასამნისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე და სხვა დანარჩენი ფერების მიღება. ეს პროცესი, ანუ ახალი ფერების შექმნა - სპეციალისტისგან მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას და გემოვნებას.

გასათვალისწინებელია, რომ პიგმენტების ერთმანეთში შერევით ერთგვაროვან საღებავს ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა პიგმენტების სიმკვრივის მაჩვენებლები ახლოსაა ერთმანეთთან. ფერადი საღებავები - ქრომატული, ხოლო შავისა და თეთრის კომბინაციები აქრომატული ფერებია. ასევე არსებობს ორგანული და არაორგანული პიგმენტი, რომელთა შორის არაორგანული - ფერადი არაორგანული ნივთიერებაა, რომელიც ქმნის დამცავ და დეკორატიულ ან დეკორატიულ-დამცავ საფარს. მინერალები საღებავებად გამოიყენებოდა პრეისტორიული დროიდან.

ადრეული ადამიანები საღებავს ესთეტიკური მიზნებისთვისაც იყენებდნენ, რაშიც სხეულის მოხატვა და კედლის მხატვრობაც შედიოდა, რომლის ნიმუშები რამდენიმე ქვეყანაშია შემონახული.

რადგან უძველეს მხატვრობას შევეხეთ გამოქვაბულებში უნდა შევიხედოთ, სადაც დაახლოებით 4000 წლის წინანდელი ფერადი ნამუშევრები ჯერ კიდევ მეცნიერთა შესწავლის საგანია, როგორ გამოყენებულ პიგმენტთა შემადგენლობით, ასევე ნაშრომზე ასახული ისტორიით, რომელიც იმ პერიოდის ერთ კონკრეტულ კულტურულ მომენტს ასახავს.

AutoPlay
აბრეშუმხვევია - ჭია, რომლის პეპლად გადაქცევამდე მოქსოვილი ჭუპრის ჯერ ძაფად დაშლა დაიწყო ადამიანმა, შემდეგ კი სხვადასხვა მასალის დამზადებაც - ნახეთ აბრეშუმის შექმნის ისტორია
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
კერამიკა - ადამიანის ერთ-ერთი უძველესი გამოგონება, რომელიც ნეოლითამდე წარმოიშვა
29-06-2022
ნახეთ როგორია სათვალის 10 საუკუნოვანი ისტორია
22-06-2022
ბეჭდური მედია, რომელიც ჟურნალ-გაზეთების პერიოდულ გამოცემას გულისხმობს ყოველთვის იყო, არის და იქნება ინფორმაციის საშუალება - ნახეთ როგორია ბეჭდური მედიის წარმოების გზა
15-06-2022
ნახეთ როგორია საკერავი მექანიზმის ოთხსაუკუნოვანი ისტორია
08-06-2022
ზარი - ხალხის სიხარულის, მწუხარებისა და დღესასწაულის სიმბოლო
01-06-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები