თბილისის ბიუჯეტში2019 წლის წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმებიდან თბილისის ბიუჯეტში 18 მილიონ 910 ათას 600 ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. თბილისის მერიის ანგარიშის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 6 თვის განმავლობაში 27 მილიონ 851 ათას 300 ლარი შევიდა და არსებული გეგმა 139.3 %-ით შესრულდა.
ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებიდან თბილისის ბიუჯეტმა 2 მილიონ 574 ათას 700 ლარი მიიღო.