"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, განცხადებით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით, 2017 და 2018 წლებს შორის დიდი სხვაობაა, რადგან 2018 წელს შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რამაც ძალადობის შემთხვევებზე გარკვეული ტიპის გავლენა მოახდინა. ამის შესახებ სულხან სალაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხების" კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა. სალაძემ იმ პრობლემებე ისაუბრა, რაც ძალადობის მიმართულებით კვლავაც გამოწვევად რჩება.