"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", 16 პირის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ. როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" აცნობეს, ორგანიზაცია სასამართლოში ითხოვს პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი.